სათბურას გაბერვაში ქართველი რეკორდსმენი მოსკოვში ქურდობაზე დააკავეს

სათბურას გაბერვაში ქართველი რეკორდსმენი მოსკოვში ქურდობაზე დააკავეს

სათბურას გაბერვაში ქართველი რეკორდსმენი მოსკოვში ქურდობაზე დააკავესმოსკოვში დაკავებულია სათბურას გაბერვაში გინესის რეკორდსმენი, ქართველი ჯემალ ტყეშელაშვილი.

პოლიციას ბინის გაქურდვის ფაქტზე მოსკოვის 28 წლის მოქალაქემ მიმართა. ქურდებმა ბინიდან ძვირადღირებული საათი და ფული გაიტანეს – დაახლოებით მილიონი რუბლი. ქურდობა მაშინ მოხდა, როცა დაზარალებული სამსახურში იმყოფებოდა.
პოლიციამ ქურდობაში სამი ეჭვმიტანილი დააკავა. რეკორდსმენმა სამართალდამცველებს ყალბი პასპორტი წარუდგინა, ამის მიუხედავად, მისი პიროვნება მალე დაადგინეს.
ტყეშელაშვილი ძიუდოისტია. მან 2009 წელს მსოფლიო რეკორდი დაამყარა ცხვირით სათბურას გაბერვაში.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა: ხადარკოვსკის მიერ რევოლუციისკენ მოწოდება ექსტრემიზმის ნიშანია
შემდეგი სტატიაარაბი ბიზნესმენის სტუმრობა საქართველოს კულტურის პალატაში