სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეებზე ზეგავლენას “ენმ” ცდილობს -არჩილ თალაკვაძე

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის, სამ მილიონიანი ქონების გადაცემის საკითხს, მმართველი გუნდი ეხმაურება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი არა რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახს, არამედ კერძო პირს, ზვიად ჩოხელს კანონის სრული დაცვით გადაეცა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლას არა ხელისუფლება, არამედ “ნაციონალურ მოძრაობა” ცდილობს.

„ეს არის კამპანია, რომელიც იმ მოსამართლეების წინააღმდეგ არის დაწყებული, რომლებზეც ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა” ზეგავლენა მოახდინოს და აიძულოს ისინი სხვადასხვა ეტაპზე სასამართლო პროცესების, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მათ სურთ. რაც შეეხება ამ კომპენსაციას, რეალურად მიღებული აქვს მესაკუთრე ჩოხელს, რაზეც დოკუმენტაცია მერიამ გამოაქვეყნა. ასე რომ, აქ შეკითხვები გვაქვს ჩვენ და არა მათ და სჯობს უპასუხონ რა კომუნიკაცია და რა ურთიერთობები არსებობს “ნაციონალურ მოძრაობასა” და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რომელთა შესახებაც გამოაშკარავდა არა ერთი ფაქტი,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძ

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი დღეს მორიგ სამუშაო შეხვედრას გამართავს
შემდეგი სტატიადრანდის ციხეში დაკავებული გიორგი ლუკავას მეუღლე მე-6 დღეა შიმშილობს