სასულიერო პირები ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებს

სასულიერო პირების ნაწილი ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ პროექტის მიხედვით, თუ მშობელი შეზღუდავს შვილის უფლებას სწავლის ან ეკონომიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების კუთხით, სოციალურ მუშაკს ეძლევა უფლება, დაიწყოს შვილის ჩამორთმევის პროცედურა.

ასევე, მათივე აზრით, კანონპროექტი ინტერპრეტირების საშუალებასაც იძლევა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სანდრო ბარამიძის განმარტებით კი, ცვლილებებში საუბარია ბავშვთა კონსტიტუციური უფლების დაცვაზე. კერძოდ, თუ ბავშვის უფლება ირღვევა, იმის მიუხედავად, რომ მშობელს ამის გაკეთების საშუალება აქვს, სოციალური მუშაკი აფრთხილებს მშობელს, რომ ბავშვის უფლება ირღვევა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა განეხილათ, თუმცა სხდომის დაწყებამდე სასულიერო პირები იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გაესაუბრნენ. ალექსანდრე ბარამიძემ მათ საკუთარი წინადადებების წარდგენა და საკითხის განხილვის მომავალი კვირისთვის გადადება შესთავაზა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატია„პირველივე დღიდან ეს იყო პოლიტიკური, შეკერილი საქმე“ – ალექსი პეტრიაშვილი კაბალების საქმეზე