სასტუმრო “მწვანეში” მამაკაცი დაჭრეს

მოსკოვის გამზირზე მდებარე სასტუმრო “მწვანეში” მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფრომაციით, სასტუმროში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ 46 წლის მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით მიაყენეს.დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაზარალებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

დაჭრილი პირველ კლინიკურ საავადმყოფოშის გადაყვანილი. მომხდარის შესახებ არ საუბრობს სასტუმროს პერსონალი. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები პოლიციამ უკვე დაათვალიერა. შსს-ს ინფომრაციით, სისხლის სამართლის საქმე სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში(Video) გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა მეუფე დიმიტრისთან
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო კომისია შესაძლოა “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “ლეიბორისტებაც” დატოვონ