სასწრაფოდ: ბრიუსელის აეროპოტში ორი თვითმფრინავი მიფრინავს, სადაც, სავარაუდოდ, ბომბია

Air Algerie-ს სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა

კომპანია Belgocontrol-მა , რომელიც ბელგიაში ავიაუსაფრთხოებაზე მუშაობს, განაცხადა, რომ ბრიუსელის აეროპორტისკენ ორი სამგზავრო თვითმფრინავი მიემგზავრება, სადაც ბომბია – RTL ავრცელებს.
რეგიონის ფედერალური პროკურორის თქმით, საფრთხე “საკმაოდ სერიოზულია”, მისი თქმით, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება.
აეროპორტებში გაგზავნილია სპეცსამსახურები და სამედიცინო ბრიგადები.
თუმცა, ჯერჯერობით არ იციან რომელ აეროპორტში დასვამენ თვითმფრინავს.

ფედერალური პროკურორის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ ზავენტეს აეროპორტში ექსტრემალური ზომებია მიღებული, თუმცა, არ აზუსტებს, რაში გამოიხატება საფრთხე.
გამოცემის სხვა წყაროები ამბობენ, რომ ერთ-ერთი თვითმფრინავი ოსლოდან მოფრინავს, მეორე კი მოროკოდან, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გააგზავნეს დასაფრენად.
ოსლოდან მომავალ თვითმფრინავზე დაფრენამდე 20 წუთით ადრე მიიღეს ბომბზე შეტყობინება.

ჯერჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. სხვადასხვა წყაროები ინციდენტზე სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ.

banner
წინა სტატიაშითურქეთში აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიჭრა
შემდეგი სტატიათვითმფრინავში ბომბების არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა