სასტიკი მკვლელობა ჭიათურაში – ყელგამოჭრილი ქალი ძმამ ოთახში იპოვა

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

სასტიკი მკვლელობა მოხდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მანდაეთში მოკლული ქალის ცხედარი ძმამ ოთახში დაბმული იპოვა. გარდაცვლილს ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პენსიონერი ქალბატონის ძმა აცხადებს, რომ მისი და სავარაუდოს პენსიის გამო მოკლეს. ქალბატონს ზეწარი კისერზე ჰქონდა შემოხვეული. სოფლის მოსახლეობა ყვება, რომ უკვე სახლებიდან გარეთ გასვლის ეშინია.
„ნაწამებია, მხეცის გაკეთებულია, ეს ადამიანის გაკეთებული არ არის. არ ვიცი დედის ნაშობმა შვილმა როგორ აწამა ასე,“-განაცხადა მოკლული ქალის მეზობელმა.

მკვლელობის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის 108 -ე განზრახ მკვლელობის მუხლით.

 

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: საგარეჯოში და გადაბანში არჩევნები ფალსიფიცირებულია
შემდეგი სტატია“ეს არის ქვეყნის ხელისუფლების პროდასავლური პოლიტიკის საწინაარმდეგო კამპანია”