სასჯელაღსრულების სამინისტროში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების საჭიროებებზე სემინარი ჩატარდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტებმა, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამ დღიანი სემინარი ჩაატარეს.

სემინარის მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ ფსიქიკური აშლილობის მქონე პატიმრების შეფასებისა და მკურნალობის, დაწესებულებაში შესვლისას მათი სამედიცინო შემოწმების, სუიციდისა და თვითდაზიანების პრევენციის თანამედროვე მიდგომებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს.

ღონისძიება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს იმ ერთობლივი სამოქმედო გეგმის ნაწილის წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სემინარი პროექტის – „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” – ფარგლებში ჩატარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებთ, მსოფლიოში ფსიქიკური და პიროვნულ აშლილობასთან დაკავშირებული პრობლემები 450 მილიონ ადამიანს აწუხებს. მსოფლიოს მასშტაბით, მსგავსი შემთხვევები ხშირია პენიტენციურ დაწესებულებებში. ხშირად, ასეთი ტიპის დარღვევები ადამიანებს ციხეში შესვლამდეც აღენიშნებათ, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრასთან დაკავშირებული სტრესის გამო, მათი გამწვავების რისკი იზრდება. ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების საჭიროებების გათვალისწინება საზოგადოებაში მათ უმტკივნეულო დაბრუნებას უწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძე უსუფაშვილის წასვლის მიზეზებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაიტალიაში მიწისძვრის შედეგად 15 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა