სასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადადის

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე  გადადის. ამის შესახებ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კახა კახიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ციხეები არა უმეტეს 500 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.

,,შემუშავდა და უკვე მზადაა პატარა ციხეების მოდელზე გადასვლის პროექტი. პატარა ციხე სამართავად უფრო ეფექტურია. ერთი და იმავე პროექტით ჩვენ დავიწყებთ  ხუთასკაციანი  ციხის მშენებლობას“,  – განაცხადა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ  ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რას შესთავაზებს სახელმწიფო პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე წლით მოხვედრილ პირს.

,,ჩვენ ძალიან მალე წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის შესაბამისად, ერთი მხრივ, ბიზნესს დავაინტერესებთ, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნან სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს, რომლებიც ჩაერთვებიან შრომით საქმიანობაში, შესაბამისი ფორმულის საფუძველზე გამოაკლდებათ საპატიმრო დღეები და შემცირებული ვადების შესაბამისადაც შეეხებათ ის ბენეფიტები, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით – პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება თუ შეწყალების  ათვლა იმ ბრძანებულების შესაბამისად, რომელიც მოქმედებს.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური ნაბიჯი და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ საქმიანობაში“, – განაცახდა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს კახა კახიშვილს პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებუ სხდომაზე მოუსმინეს.

 

 

 

banner
წინა სტატიაშირუსი სამხედროების მიერ გატაცებული მანსურ პეტრემღვდლიშვილი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაკრიმინალურ სუბკულტურასთან ბრძოლა გრძელდება – ისინი ატარებენ რეფორმებს და ჩვენი რეფორმები უფრო სწრაფი უნდა იყოს