სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებით, ციხის მაღაზიებში სპეციალური კომისია გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებებს ჩაატარებს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქციის შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება გამოსცა.

ბრძანების თანახმად, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გახსნილ მაღაზიებში პროდუქციის ღირებულებას ინსპექტირების კომისია შეამოწმებს და ანალოგიური პროდუქციის საბაზრო ღირებულებას შეადარებს.

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მაღაზიაში გასაყიდი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ზუსტი ანალოგი (ბრენდი) საცალო ვაჭრობით დაკავებულ მსხვილ ობიექტების გაყიდვაში არ არის, დაწესებულების მაღაზიაში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფასი არ უნდა აღემატებოდეს კომისიის მიერ სხვა ნებისმიერ 3 სავაჭრო ობიექტში იდენტური საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფასს 10%-ით.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, ინსპექტირების კომისია გეგმურთან ერთად, არაგეგმურ ინსპექტირებასაც ჩაატარებს. გეგმური ინსპექტირება, პენიტენციური დაწესებულების თითოეულ მაღაზიაში წელიწადში არანაკლებ ოთხჯერ ტარდება. არაგეგმურის ჩატარების საფუძველი კი, შესაძლოა, გახდეს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულების შესახებ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჩივარი.

აღნიშნული ბრძანების მოქმედება გავრცელდება 2017 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: 9 სექტემბრიდან ტელეკომპანია „იბერიაზე“ „პრიორიტეტი“ ახალი ფორმატით ბრუნდება
შემდეგი სტატიაპარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს ბიუროს სხდომით გაიხსნება