სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკრძალული საგნის შეტანის მცდელობის ფაქტზე დაწესებულების თანამშრომელი დააკავეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სისტემის თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის მცდელობის ფაქტი აღკვეთა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის შეტანის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია დაწესებულების თანამშრომელი გ.მ.

“მიმდინარე წლის 1-ელ მარტს პენიტენციური დაწესებულების საამანათო განყოფილებაში, ამავე დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორ გ.მ-ს საკვების და პირადი ნივთების შემოწმებისას, რომლის შეტანასაც იგი დაწესებულებაში ცდილობდა, ზეწარში ფარულად გადამალული აკრძალული საგნები – სამი ცალი საშუალო ზომის დანა აღმოჩნდა.

გ.მ-ს ბრალად ედება პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის შეტანის მცდელობა, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარების გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-378 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით. საქმეზე გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს”, – ნათქვამია პრესრელიზში.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ალეკო ელისაშვილი და ნანა კაკაბაძე ერთმანეთსს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაპენტაგონის თქმით, რუსეთის ატანა კიდევ რამდენიმე ხანი მოუწევთ