ირაკლი ზარქუა: “სასიამოვნოა, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემებისა, ივანიშვილი არ გაურბის კითხვებს”

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სწორი გზავნილები გააკეთა ქვეყნის საგარეო კურსთან და ეკონომიკასთან დაკავშირებით.

ირაკლი ზარქუას შეფასებით, ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემებისა, ბიძინა ივანიშვილი არ გაურბის კითხვებს და თავის ხედვას უზიარებს საზოგადოებას. ხოლო ეს ვისთვის მისაღებია და ვისთვის არა, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. “რაც შეხვედრაზე ითქვა, რომ ჩვენი საგარეო ორიენტირი არის ევროკავშირსა და ევროატლანტიკური სივრცეში გაწევრიანება, პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იყო”,- განაცხადა ზარქუამ. მისივე თქმით, ის რაც ეკონომიკის მიმართულებით ითქვა, თავიდან ბოლომდე ზუსტი ინფორმაცია იყო. “მიუხედავად რეგიონში არსებული ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კრიზისისას, საქართველომ შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკის პროგნოზებით, საქართველოს ეკონომიკა არის ყველაზე მზარდი, პოზიტიური მოლოდინების მქონე და ყველაზე მეტად ორიენტირებული საერთაშორისო სტანდარტებზე. სწორედ ამის ახსნა და გაცნობა უნდოდა საზოგადოებისვის ბატონ ბიძინას და რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს საფუძველი აქვს”,-აღნიშნა ზარქუამ. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სწორი პოზიცია დააფიქსირდა რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. “ის, რაც მიმდინარეობს “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით, პირველ რიგში არ აწყობს მმართველ პარტიას. ხელისუფლებას რუსთავი2-ის დახურვის სურვილი რომ ჰქონოდა შეეძლო ერთ კვირაში მოემთავრებინა ეს ამბავი”,- განაცხადა ზარქუამ და აღნიშნა, რომ ის ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის და მიიჩნევს, რომ ეს არის სამართლებრივი დავა ორ მესაკუთრეს შორის და ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე იუსტიციის სახლში
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: არ ვიყენებთ არანაირ ადმინისტრაციულ რესურსს