საშინელი ტერაქტი ეგვიპტეში-დაღუპულია 230-ზე მეტი ადამიანი

არაბული მედიის ცნობით, ეგვიპტეში სინას ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპა 200-ზე მეტი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ არიშის დასავლეთით მდებარე ბირ ალ აბედში, ალ რავდაჰის მეჩეთზე ტერაქტი პარასკევის ლოცვის დროს განხორციელდა. ადგილობრივების განცხადებით, 4 მანქანით მისულმა ტერორისტებმა მეჩეთს ბომბები ესროლეს, რის შემდეგაც ცეცხლის გახსნეს. ტერორისტების სამიზნე აღმოჩნდა ასევე შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანებიც. ტერაქტის შედეგად ასევე დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტერაქტის დროს მეჩეთში ბევრი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ტერაქტის გამო ეგვიპტეში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშითურქული ოჯახი რომელიც საბერძნეთში გაქცევას ცდილობდა ეგეოსის ზღვაში დაიხრჩო
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს