სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული

სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ სასამართლოში მიიყვანეს.

სასამართლოს შენობასთან მივიდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლეც, სანდრა ელისაბედ რუსლოვსიც.

მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან დღემდე უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, სადაც ის დაკავების შემდეგ ყავდათ გადაყვანილი.

როგორც ცნობილია, დაკავების 72 საათიანი ვადა დღეს დღის მეორე ნახევარში იწურება. უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ უნდა იმსჯელოს.

banner
წინა სტატიაშისადღობელაშვილს 12 დღით პატიმრობა მიესაჯა – დაკავებულია “ქართული მარშის” კიდევ ორი წევრი
შემდეგი სტატიასააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის დროით 12 საათისთვის დაიწყება