სასამართლომ თამაზ მეჭიაურის საარჩევნო დავასთან დაკავშირებული საკითხი განიხილა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში თიანეთის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სხდომა დასრულდა. სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული ინიციატივა საერთაშორისო ცენტრის” საჩელი განიხილა, რომლითაც
ორგანიზაცია მე-20 უბნის შედეგების ბათილად ცნობას და ამ უბანზე არჩევნების ხელახლა ჩატარება ითხოვდა.

მოსამართლემ საკითხზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 25 ოქტომბრის 13.00 საათამდე გადაიტანა. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული ინიციატივა საერთაშორისო ცენტრის” პოზიციას, როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ორგანიზაციის წარმომადგენელმა განუცხადა, იმედი აქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“წარმოდგენილი იქნება მოსარჩელე და მოპასუხე მხარის მტკიცებულებები, ობიექტური გადაწყვეტილების იმედი მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ვინაიდან ამომრჩევლის აშკარა ნება იყოს გამოხატული”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება თამაზ მეჭიაურის მოსაზრებას, რომ “დემოკრატიული ინიციატივა საერთაშორისო ცენტრი” დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინტერესებს ატარებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ამას სიცრუეს უწოდებს.

დღევანდელ პროცესზე ასევე 5 მოწმე დაიკითხა, რომელთა ნაწილი ამბობს, რომ კენჭისყრის დროს პროცედურულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ნაწილი ამბობს, რომ მათ ცარიელი ბიულეტენებიც ნახეს.

სასამართლოში ალტერნატიული სარჩელი საია-მაც შეიტანა, რომელიც თამაზ მეჭიაურის ინტერესებს იცავს. თუმცა, აღნიშნული სარჩელი სასამართლოს დღეს არ განუხილავს.

banner
წინა სტატიაში„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს
შემდეგი სტატია“არ გინდათ ეხლა, მიუკერძოებელ ჟურნალისტს ნუ თამაშობთ”(ვიდეო)-ნიკა რურუა