სასამართლომ პროკურატურას ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების განახლება დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების განახლება დაავალა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, სასამართლომ გაიზიარა საია-ს პოზიცია და ირაკლი ხოფერიას აღუდგინა დაზარალებულის სტატუსი.

“მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო ძალიან სწორი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და დაავალა გამოძიებას, რომ შეწყვეტილი გამოძიება განაახლოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც დაიჭირა სასამართლომ ამ საქმესთან მიმართებაში და იმედი გვაქვს, რომ ეს გამოძიება გაგრძელდება და გაგრძელდება მთავარ პროკურატურაში, ვინაიდან თბილისის პროკურატურის მიმართ ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული უნდობლობის საფუძველი ამ საქმესთნ მიმართებაში” განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხოფერია ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხოფერიამ მოძალადე პოლიციელები ამოიცნო, პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიცემულა. გარდა ამისა მთავარმა პროკურატურამ ხოფერიას უარი უთხრა დაზარალებულად ცნობაზე. 2017 წლის 2 მაისის დადგენილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ხოფერია დაზარალებულად მიიჩნია და პროკურატურის უარი უსაფუძვლოდ ჩათვალა.

banner
წინა სტატიაში“განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა” უქმდება
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი „ციანიდის საქმეში” არსებულ დარღვევებზე საუბრობს – უჩა ნანუაშვილმა მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა