სასამართლომ მის თურქეთს ერდოღანისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო პირობითი სასჯელი შეუფარდა

სტამბოლის სასამართლომ მის თურქეთს, მერვე ბუიუკსარაჩს, 14 თვით პირობითი სასჯელი მიუსაჯა. მიზეზი პრეზიდენტის რეჯეპ ერდორანის შეურაცხყოფაა, უფრო კონკრეტულად კი მის თურქეთმმა “ინსტაგრამზე” ერდოღანის საწინააღმდეგო პოსტი გააზიარა.
სასამართლომ 27 წლის ახალგაზრდა მოდელი დამნაშავედ ცნო.
პირობითი სასჯელი შეიცვლება რეალურით, თუკი მოდელი მომდევნო 5 წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ მიაყენებს ერდოღანს შეურაცხყოფას.
მის თურქეთის ადვოკატმა განაცხადა, რომ ის განაჩენს გაასაჩივრებს.
თვითონ მოდელი აცხადებს, რომ მას პრეზიდენტის შეურაცხყოფა აზრადაც არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაში,, კვირიკაშვილი უფრო მეტად მავნებელია, ვიდრე მისი წინამორბედი იყო”
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაში: ყოველდღე უფრო ემსგავსებიან ლტოლვილ გუბერნატორს