სასამართლომ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დამნაშავედ ცნო და 4-4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ცენტრ პოინტის საქმეზე რუსუდან კერვალიშვილს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რადენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ასევე 4 წლით პატიმრობა მიესაჯა მაია რჩეულიშვილს.

მაია რჩეულიშვილი პროცესს დღეს ვერ დაესწრო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მას გულზე უნდა გაუკეთდეს ოპერაცია.

გამოძიება რჩეულიშვილსა და კერვალიშვილს 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება. საქმე ეხება ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობას.

banner
წინა სტატიაშიმესამე სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრობლემებზე საუბრობს
შემდეგი სტატია(video) რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს