სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, მისი არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
დოლიძემ საბჭოს მას შემდეგ უჩივლა, რაც იუსტიციის საბჭომ მას უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებში მონაწილეობის უფლება არ მისცა. ანა დოლიძის აცილება მოსამართლეებმა მოითხოვეს.
დოლიძე მოოჩნევს, რომ კანონით საბჭოს არ ჰქონდა უფლება, რომ ის გასაუბრების პროცესიდან აეცილებინა. ანა დოლიძის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები უკვე გააცნო.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ რუსებს არ ვმტრობთ!” – მოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაიმართა
შემდეგი სტატია“თქვენ როცა გირეკავდათ მიშა, მაშინ ნაკურთხი ზარები იყო?” – ვის მიმართა რომან გოცირიძემ