სასამართლომ გიგი უგულავას 50-ათას ლარიანი გირაო მოუხსნა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას 50-ათას ლარიანი გირაო მოუხსნეს. ასევე უნდა გაუქმდეს ყადაღა დედაქალაქის ყოფილი მერის სიდედრის ბინაზე, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული.

პროკურორი გირაოს შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ბრალდების წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ ბინა, რომელიც გირაოსთვის ბანკში ჩაიდო, სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს.

პროცესზე გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა. მას სურდა საქმეს მტკიცებულებად დართვოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გიგი უგულავას საქმეზე პროცესი პირველ მარტს განახლდება.

 

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაზე გარდაცვლილის მეუღლის დაკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატიათურქეთი პროსტიტუციის ბრალდებით 29 ქალი დააკავეს