სასამართლომ დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ანტიიმიგრაციული კანონი დაბლოკა

სამხარეო მოსამართლემ უილიამ ორიკმა გუშინ, 25 აპრილს დონალდ ტრამპის განკარგულება დაბლოკა, რომლითაც ის ე.წ. “ქალაქი-თავშესაფრებისთვის” ფედერალური თანხის გამოყოფის შეჩერებას აპირებდა -წერს Reuters-ი.
“ქალაქი-თავშესაფრები” როგორც წესი, მიგრანტებისადმი, რომელთაც დოკუმენტები არა აქვთ, ლოიალურად არიან განწყობილი და ნაწილობრივ საიმიგრაციო კანონების შესრულებაზე თვალებს ხუჭავენ. ამ მოძრაობას აშშ-ში ათობით ქალაქი შეუერთდა, მათ შორის არიან ნიუ-იორკი, ლოს-ანჟელესი და ჩიკაგო.
თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ ადგილობრივი მთავრობები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას რიკის ქვეშ აყენებენ, როცა უარს ამბობენ მიგრანტის გადეპორტებაზე, რომელიც დანაშაულზეა დაკავებული.
აშშ-ს ადმინისტრაციამ მოსამართლე უილიამ ორიკი მიღებული გადაწყვეტილების გამო მკაცრად გააკრიტიკა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: პედრო აგრამუნტი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დადგა
შემდეგი სტატიაგიულენთან კავშირის გამო, 800-მდე ეჭვმიტანილი დააპატიმრეს