“სასამართლომ დღეს განაჩენი გამოუტანა პროკურატურის მიერ არასწორად და არაკომპეტენტურად ჩატარებულ გამოძიებას” – ნაცვლიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, პასუხის უნდა აგოს ყველა პირმა ვინც სისტემა აქამდე მიიყვანა, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ის ეთანხმება პრეზიდენტის, რომელიც აცხადებს, რომ სისტემაში დარჩენილია ის ადამიანები, ვინც ძალადობას უწყობდა ხელს და მფარველობდა.

„პრეზიდენტი არაერთი წელია საუბრობს იმაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა არის კრიზისში. დღეს სასამართლომ დაადასტურა, რომ ის პასუხგაუცემელი კითხვები, რომელიც ჰქონდა დაზარალებულ ოჯახს, კითხვები რჩება. სასამართლომ დღეს განაჩენი გამოუტანა პროკურატურის მიერ არასწორად და არაკომპეტენტურად ჩატარებულ გამოძიებას. უნდა იყოს ადექვატური რეაგირება ეს გულისხმობს იმას, რომ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“-აცხადეს ანა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, მხოლოდ კონკრეტული ადამიანების გადადგომა პრობლემას ვერ მოაგვარებს, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სისტემა საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს.

banner
წინა სტატიაში“განაჩენი ადასტურებს, რომ გამოძიებამ სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა”
შემდეგი სტატია(video) მთავარ პროკურატურასთან ნიკა გვარამიას დაუპირისპირდნენ