სასამართლომ დააყადაღა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის შვილის უძრავი ქონება

კიევის სოლომენსკის რაიონულმა სასამართლომ დააყადაღა შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის შვილის – ალექსანდრე ავაკოვის უძრავი ქონება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე დაყადაღებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის სერგეი ჩებოტარის ქონებაც. ამის შესახებ განაცხადა ანტიკორუფციული სპეციალიზირებული პროკურატურის ხელმძღვანელის მოადგილემ ვლადიმერ კრივენკომ.
ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა “Украинские новости”.
შეგახსენებთ, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებმა გასულ თვეს დააკავეს ალექსანდრე ავაკოვი, რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ოპოზიცია მოითხოვს პრემიერ-მინისტრის გადადგომას
შემდეგი სტატიასოფელ კახათში საცხოვრებელი სახლი იწვის