სასამართლომ ჩინელ გეებს ქორწინების რეგისტრაციაზე უარი უთხრა

პირველ ჩინელ გეი-წყვილს, რომლებიც სასამართლოში კავშირის დასარეგისტრირებლად მივიდნენ, უარი უთხრეს – South China Morning Post-ი წერს.
26 წლის სუნ ვენლინმა და მისმა პარტნორმა ხუ მინლიანმა ქორწინებაზე დოკუმენტები შეიტანეს, თუმცა, ქორწინების სერთიფიკატის გაცემაზე უარი უთხრეს. ჩინური ლგბტ-თემი პროცესს, როგორც რეზონანსულს განიხილავს. დაახლოებით 300-მდე ადამიანი შეიკრიბა სასამართლოს კარებთან მამაკაცებისთვის მხარის დასაჭერად.

სასამართლომ ქორწინებაზე უარის თქმა კანონიერად მიიჩნია. ადვოკატმა ში ფუნუნმა განაცხადა, რომ ის განაჩენს გაასაჩივრებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ უკრაინა შეიძლება სამხედრო დახმარების გარეშე დატოვოს
შემდეგი სტატიაქვემო ფონიჭალაში მოხდარი მკვლელობის ახალი დეტალები