სასამართლომ ბრალდებულ ა. ზაგაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში ნასამართლევი ამირან ზაგაიძე დამნაშავედ სცნო მკვლელობის მცდელობასა და ძარცვაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლითა და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს:”სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 8 თებერვალს, ღამის საათებში, ამირან ზაგაიძე ქ. რუსთავში მე-15 მ/რ-ში მდებარე ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში აშკარად დაეუფლა გიორგი მუჯრიშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. მას შემდეგ რაც გიორგი მუჯრიშვილმა ტელეფონის დაბრუნება მოითხოვა, ამირან ზაგაიძემ მას ჩხუბი დაუწყო, რა დროსაც შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, გიორგი მუჯრიშვილს მუცლის არეში დანით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა, მათ შორის ერთ-ერთი სიცოცხლისთვის სახიფათო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გიორგი მუჯრიშვილის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ამირან ზაგაიძე 2016 წლის 12 თებერვალს საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა) და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა.
რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ამირან ზაგაიძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.”- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი : მოვითხოვ გამოიძახონ მოწმედ არჩევნების გაყალბების მთავარი ორგანიზატორი ივანიშვილი
შემდეგი სტატიათბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გადასინჯა და მოქალაქე ბეჟან ბეჟუაშვილი გაამართლა