სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული ვ.ლ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, ქ.თბილისში გლდანის რაიონში დაახლოებით 12:00 საათზე, ვ.ლ.- მ 8 წლის შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ურტყამდა სახის და ზურგის არეში. ვ.ლ.-ს ქმედებით მცირეწლოვანმა გოგონამ ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცველებმა ვ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 – მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში მისცა საქართცველოს ერთი მოქალაქე
შემდეგი სტატიაკითხვებისთვის არ ვარ ჩამოსული – მიხეილ ჯანელიძე პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრება