სასამართლო „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 7, 2018 13:10

სასამართლო „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს

„ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე საქალაქო სასამართლო მსჯელობს. როგორც დაკავებულთა ადვოკატმა, ცირა ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დღეს საქმის შეწყვეტას მოითხოვს.

„დღეს მე მოვითხოვ, საერთოდ შეწყდეს საქმე, რადგან საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება. მაგალითად, დავით ერაძის ცემის ფაქტს რაც შეეხება, როდესაც ადამიანს ხელს დაარტყამ, ის ადგილზე იკეცება და ორი საათის შემდეგ მოსდის სისხლი. მაქვს მტკიცებულება, რომ ეს კადრები არის გაყალბებული. „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლები ერთმანეთში ჩხუბობდნენ და მერე ერთმანეთს აშველებდნენ. აქციის მონაწილეებს პრეტენზიები ჰქონდათ გიორგი გაბუნიასთან, მაგრამ არსებობს კადრები, როგორ სცემენ აქციის მონაწილეებს „რუსთავი 2-ის“ დაცვის თანამშრომლები. ეს ყველაფერი მაქვს დასაბუთებული და მტკიცებულებებით წარმოდგენილი“, – განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური ხულიგნობა, თუმცა მათგან ერთს გამოძიება დამატებით ცემას, ერთს კი სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.

„ქართული მარშის“ წევრები ტელეკომპანია „რუსთავი ორთან“ მომხდარი ინციდენტის გამო, სისხლის სამართლის წესით 21 მარტს დააკავეს. „რუსთავი ორის“ შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია 19 მარტს გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გზა გადაუკეტეს და აცხადებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, მან ბოდიში უნდა მოიხადოს.

სასამართლო სხდომას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანიც ესწრებიან.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 7, 2018 13:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics