სასამართლო ინგა ჩატოიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს – პროცესი ამ წუთებში იწყება

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფისთვის ბრალდებული ინგა ჩატოიანის საქმის განხილვა იწყება. პროცესზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

წინასწარ უცნობია რას მოითხოვს პროკურატურა. ინგა ჩატოიანი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით 5 პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. ჩატოიანის გარდა, დანარჩენი ოთხი დაკავებულია. პროკურატურის ინფორმაციით, ჩანაწერების გადაცემა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ხდებოდა.

banner
წინა სტატიაშიშაბათს არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს ხვდება
შემდეგი სტატიაფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა