სასამართლო ეკა ბესელიას სარჩელს დღეს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, სასამართლო ელისო კილაძის წინააღმდეგ მის სარჩელს დღეს განიხილავს.

როგორ ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ცოტა უცნაურია, რომ ამ სარჩელს განხილვის დაწყებას ერთი წელი დასჭირდა.

მისი თქმით, განხილვა ვადებსაც გასცდა.

„ჩემთვის ეს საკითხი პრინციპულია. ვინაიდან, ეს პროცესი დავიწყე, მიმაჩნია, რომ ამ პროცესით დადგინდეს, სად არის გამოხატვის თავისუფლების ზღვარი და სად ხდება პირდაპირი და გამოზნული ცილისწამება. ამიტომ, სამართლებრივ პროცედურებს მივყვები როფორც კილაძის, ასევე ელისაშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშითურქმა სამხედროებმა სირიაში 20 ტერორისტი მოკლეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ისრაელის პრეზიდენტი ეწვევა