სასამართლო ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული უზბეკეთის მოქალაქის, საიორახონ მირბობოიევას სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს.

ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

გუშინ, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ერთ-ერთ დასახლებაში 4 წლის გოგონა დედის მეგობარმა, სავარაუდოდ ცემის შედეგად მოკლა, გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი პოლიციის განყოფილებაში მიიტანა და სამართალდამცავებს ჩაბარდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ამავე საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრებმა სცემეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ აქტი გამოსცა