სასამართლო ანა დოლიძის სარჩელზე გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლო ანა დოლიძის სარჩელზე გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“2018 წლის 7 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ანა დოლიძის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ.
მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა 2018 წლის 6,7,8 თებერვალს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესიდან 14 მოსამართლის მიერ გაცხადებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსარჩელის აცილების თაობაზე საბჭოს მიერ მიღებული განკარგულებების კანონიერების საკითხი.
საქმე ეხება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის მხრიდან საჯარო სივრცეში გამოთქმულ მოსაზრებებს მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის მიმართ. აღნიშნული, კონკურსში მონაწილე 14 მოსამართლის მიერ მიჩნეულ იქნა მოსარჩელის მხრიდან წინასწარ ჩამოყალიბებულ და გაცხადებულ პოზიციად, რაც გახდა ანა დოლიძის აცილების თაობაზე მოსამართლეთა შუამდგომლობის საფუძველი, რომელიც დაკმაყოფილდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო, ვინაიდან მოსარჩელის მიერ გავრცელებული განცხადებები ობიექტურ დამკვირვებელს უჩენდა საფუძვლიან ეჭვს ანა დოლიძის მიუკერძოებლობაში, ხოლო სადაო გადაწყვეტილებები სრულ შესაბამისობაში იყო ორგანულ კანონთან ‘’საერთო სასამართლოების შესახებ’’, ასევე სადაო ურთიერთობის მარეგულირებელ მოქმედ კანონმდებლობასთან.” ნათქვამია სასამართლოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი : აუცილებლად გვეყოლება მთავარი პროკურორი, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევს თავს
შემდეგი სტატიადროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება