სასაცილოა, როდესაც მამა გიორგი ბრალდებულია, ხოლო შორენა თეთრუაშვილი დაზარალებული – გიორგი ფაბცულაია

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატისთვის ირონიულია ის ვითარება, როდესაც ჟურნალისტები 24 საათის განმავლობაში მთავარ პროკურატურასთან არიან, როგორ შეიყვანეს საგამოძიებო უწყებაში თეთრუაშვილი ისე, რომ მედიამ ის ვერ შეამჩნია.
„რა სტატუსით სარგებლობს რომ შორენა თეთრუაშვილი? ხომ არ არის ის პატრიარქის მდივან-რეფერენტზე მეტი?“- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

მისივე თქმით, სასაცილოა ის ფაქტი, რომ მამა გიორგი ბრალდებულია, ხოლო თეთრუაშვილი დაზარალებულის სტატუსით სარგებლობს.

„შორენა თეთრუაშვილი რამდენად მოწმის სტატუსით სარგებლობს? რამდენად რიგითი დაზარალებულია? ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი მდივან-რეფერენტია და არანაირი უფლებებით არ სარგებლობს. ერთი კონკრეტული ფაქტიც მეტყველებს, თუ როგორ ხდება მისი დაკითხვა, როგორ ხდება მისი მისვლა და როგორი გასაიდუმლოებულია ეს ყველაფერი?

დაზარალებული რამდენად არის, ცოტა სასაცილოა, როცა მამა გიორგი ბრალდებულია და შორენა თეთრუაშვილი არის დაზარალებული, თუმცა, პროკურატურას ასე მიაჩნია, ვინაიდან ბრალი მამა გიორგის ედება, შორენას მკვლელობის მომზადებაში, აქედან გამომდინარე, სამართლებრივად მათ ასე განსაზღვრეს.

ჩვენთვის ირონიული მდგომარეობაა, როცა მამა გიორგისთან შევდივარ როგორც პატიმართან და ამ დროს შორენა თეთრუაშვილი სარგებლობს დაზარალებულის სტატუსით“,- განაცხადა ადვოკატმა.

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

banner
წინა სტატიაშიაბაშის გამგეობამ ჭყონდიდის ეპარქიას საჩუქრად გადაცემული ”ნივა” ჩამოართვა
შემდეგი სტატიაშპს “ჰიგიენას” ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს