„სარფში“ საქართველოს მოქალაქეს აირის ვაზნები და მარიხუანა აღმოუჩინეს

????????????????????????????????????

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა და სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, თ.კ-ს აირის ვაზნა (ჯამში, 200 ც.) და ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა“ (71.13 გრამი) აღმოუჩინეს.
როგორც ”თაიმერს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ნარკოტიკული ნივთიერება და აირის ვაზნები სამართალდამცველებმა თ.კ.-ს ავტომობილში აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

banner
წინა სტატიაში| video| ლევან ვასაძე:”საქართველომ უნდა შეწყვიტოს ნატოსკენ სწრაფვა…რუსები არასოდეს ყოფილან ფაშისტები”
შემდეგი სტატიათბილისის ბაღებში სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება