სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ცალმხრივად გაიხსნა

????????????????????????????????????

სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ცალმხრივად გაიხსნა და თურქეთიდან საქართველოში მომავალ მოქალაქეებს საზღვრის გადმოკვეთა უკვე შეუძლიათ. საზღვარზე უშვებენ იმ მოქალაქეებს, ვისაც პირადობები წესრიგში აქვთ, ვისაც სამუშაო ვიზა აქვთ და მათ, ვინც თურქეთში მხოლოდ ორი დღით იყო გადასული და ახლა ვადაგადაცილება უფიქსირდებათ.

როგორც თურქეთიდან საქართველოში გადმოსული პიროვნებები აცხადებენ, ამ დროისთვის, თურქეთის მხარეს რიგში დაახლოებით 200-მდე ადამიანი დგას, რომლებსაც ჯერჯერობით იმის გამო არ უშვებენ, რომ მათი საბუთები წესრიგში არ არის და შემოწმება მიმდინარეობს.

რაც შეეხება საქართველოს მხარეს, აქ კვლავ შეფერხებაა. საქართველოდან თურქეთის მიმართულებით მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს უშვებენ.

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხარეს პროგრამული პრობლემა 26 ოქტომბერს, საღამოდან შეიქმნა. დღეს დილას, ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე და საქართველოში თურქეთის კონსული იასინ თემიზქანი.

banner
წინა სტატიაშიოსმა ძალოვანებმა სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი მალხაზ ლეჟავა გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია“მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს საერთო ღირებულებებისადმი განსაკუთრებული ყურადღებისთვის”