სარფის საბაჟოზე ნაცემი საქართველოს მოქალაქე კვლავ თურქეთშია

????????????????????????????????????

სარფის საბაჟოზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ციალა ქათამაძის განცხადებით, ამ დროისთვის საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს, დაზარალებულმა საავადმყოფო დატოვა და ამჟამად სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ახლოს, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება. დააკავეს თუ არა ინციდენტში მონაწილე თურქი პოლიციელი, ამაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი ინფორმაციას არ ფლობს.

ასევე უცნობია როდის დატოვებს თურქეთს ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე. ციალა ქათამაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი დღეს კვლავ გაემგზავრება თურქეთში ინციდენტში მონაწილე პირის სანახავად და სამართლებრივ პროცედურებში გასარკვევად.

შეგახსენებთ, რომ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას მათი ახლობლები ავრცელებენ. დაშავებულის მეუღლეს და ციალა ქათამაძეს მოვუსმინოთ.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ცინცაძის 13 ნომერში ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაწყალტუბოს რაიონში საცხოვრებელი სახლი იწვის