სარფის საბაჟოზე მიმოსვლა შეფერხებულია

????????????????????????????????????

სარფის საბაჟოზე შეფერხებულია მოქალაქეების, ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების თურქეთში გადასვლა, ხოლო თურქეთიდან საქართველოში მხოლოდ სატვირთო ავტომობილები შემოდიან. როგორც სარფში ჟურნალისტებს საქართველოში გადმოსული სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა განუცხადეს, თურქეთის გამშვებ პუნქტზე პროგრამული ხარვეზია, რის გამოც გუშინ შუადღიდან მიმოსვლა შეფერხებულია.
მძღოლების თქმით, საცობი თურქეთის ქალაქ ხოფიდან საზვრამდეა. საქართველოს მხარემ დილიდან ჩაკეტა გამშვები პუნქტში მოქალაქეების შესვლა იქედან გამომდინარე, რომ თურქეთი ვერ იღებს მოქალაქეებს და გადასვლის მსურველები ნეიტრალური ზონის შემდეგ ვერ მიდიან.
როგორც ნეიტრალური ზონიდან უკან დაბრუნებულმა მოქალაქეებმა განაცხადეს, თურქეთის საბაჟო ვერ ახერხებს მათ მიღებას, თუმცა გამონაკლისს უშვებს თურქეთის ზოგიერთი მოქალაქისთვის.
სარფში, საზღვრის გადაკვეთის მსურველი მოქალაქეები დილიდან არიან შეკრებილები.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის მერი ამომრჩევლებს “ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიადიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას წლის ბოლომდე შეძლებენ