სარფის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქის ჩემოდნით გადაყვანას ცდილობდა

სარფის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე, 47 წლის დომენტი სურმანიძე დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქის ანგელინა სამუშენკოს ჩემოდნით უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.

როგორც თურქული მედია წერს, თურქ მესაზღვრეებს ეჭვი გაუჩნდათ დომენტი სურმანიძის ძალიან მძიმე ჩანთასთან დაკავშირებით, რის გამოც ჩხრეკა ჩაატარეს.

ჩხრეკის დროს აღმოჩნდა, რომ ჩანთაში რუსეთის მოქალაქე, ვინმე ანგელინა სამუშენკო იმყოფებოდა. მას პასპორტში თურქეთის ტერიტორიის დატოვების ყალბი შტამპი ჰქონდა, რომელიც დათარიღებული იყო 14 სექტემბრით.

როგორც თურქმა სამართალდამცველებმა გაარკვიეს, ანგელინა სამუშენკოს აკრძალული ჰქონდა თურქეთის ტერიტორიის დატოვება, ვინაიდან ქემერში, საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 67 წლის მამაკაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიდავით საყვარელიძე – სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დამტოვა
შემდეგი სტატიასუს-ი – ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები გაათავისუფლეს