სარკოზი: ბრალდებამ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთის პროკურორებს განუცხადა, რომ მისთვის წაყენებულმა ბრალდებამ მისი ცხოვრება “ჯოჯოხეთად აქცია” – Le Figaro წერს.
“ამ სიცრუემ ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად გადააქცია” – განაცხადა სარკოზიმ.
მანამდე საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი თითქმის 24 საათიანი დაკავების შემდეგ გაანთავისუფლეს. მას ბრალი ედება იმაში, რომ თავისი წინასაარჩევნო კამპანია 2007 წელს ლიბიის მაშინდელმა ლიდერმა მუამარ კადაფიმ დაუფინანსა. ამ ბრალდებაზე სარკოზი ადრეც იყო დაკითხული. 63 წლის სარკოზი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

მართალია სარკოზი გაანთავისუფლეს, მაგრამ ჯერჯერობით არ ზუსტდება, ყოფილ პრეზიდენტს ბრალდება მოუხსნეს თუ არა. ბრალდების გამოძიება, რომ სარკოზის შტაბს კადაფი აფინანსებდა, 2013 წელს დაიწყო. ამ საქმის ფარგლებში იანვარში ლონდონში დააკავეს სარკოზის ყოფილი მრჩეველი ალექსანდრ ჯური, რომელიც ახლა საფრანგეთში ექსტრადაციისგან თავის დაღწევას ცდილობს. ჯური შვეიცარიის მოქალაქეა, მან მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება უარყო და ირწმუნება, რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია. გამოძიების ვერსიით, ჯური კადაფსა და სარკოზს შორის შუამავალი იყო.

ის, რომ სარკოზის შტაბმა კადაფისგან წინასაარჩევნოდ ფული მიიღო, თავდაპირველად ლიბანელმა ბიზნესმენმა ზიად ტაკიედინმა თქვა, მის აზრს სხვა ლიბიელი ჩინოვნიკებიც იზიარებენ. ზიად ტაკიედინმა 2016 წელს ფრანგულ საინფორმაციო სააგენტო Mediapart-ს განუცხადა, რომ 2006-2007 წლებში მას პირადად მიჰქონდა ფული ნიკოლა სარკოზისთვის, სულ სამი ჩემოდანით, 200 და 500 ევროიანი კუპიურებით სავსე – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიინგლისის სასამართლომ გადაწყვიტა სერგეი და იულია სკრიპალების სისხლის ნიმუში დამოუკიდებელი ანალიზისთვის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას გადასცეს
შემდეგი სტატიასკანდალი “ფეისბუქის” ირგვლივ – ცუკენბერგმა აღიარა, რომ ნდობა ვერ გაამართლა