სარკინიგზო ავარიის შედეგად საფრანგეთში 60 ადამიანი დაშავდა

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ მონპელიეს სიახლოვეს, სარკინიგზო ავარია მოხდა . დაშავდა 60-მდე ადამიანი. ინციდენტს ადგილი ჰქონდა 15 საათსა და 30 წუთზე ადგილობრივი დროით. სრული სიჩქარით მომავალი შემადგენლობა შეეჯახა ძლიერი ქარის მიერ წააქცეულ ხეს, რომელიც ლიანადაგს დაეცა. მატარებელს ასობით მზგავრი გადაჰყავდა. განსაკუთრებით მძიმეა 10 დაშავებულის მდგომარეობა. შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მუშაობენ მაშველები. ინციდენტის ამსახველი ფოტოები გავრცელდა სოციალური ქსელების მეშვეობით.

14054836_1773992679552398_1870168457_n 14081006_1773992646219068_1066854850_n

banner
წინა სტატიაშიციხის კადრების გავრცელების შემდეგ ელისო კილაძე პროკურატურაში დაიბარეს
შემდეგი სტატიაწერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა