სარიშვილისა და ხაბურძანიას კამათი ,,ფეისბუქზე,,…

ცოტა ხნის უკან, საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერიან ხაბურძანიამ ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც ,,რუსთავი-2,,-ს ოფისში, მისი კოლექტივის მხარდასაჭერად მისული ირინა სარიშვილს გამოსვლის ვიდეოც დაურთო თან…

ირინა სარიშვილი მალევე გამოეხმაურა ამ ,,პოსტს,, და ,,კომენტარებში,, მათ შორის მცირეოდენი კამათიც გაიმართა…

ველერიან ხაბურძანიას ,,ფეისბუქ-პოსტი,,

,,არა და დღეს იგორი შემხვდა, გიორგაძე… ლუბიანკაზე… არ მკითხოთ ლუბიანკაზე რა გინდოდა ან იმას რა უნდოდაო! მე პირადად ამერიკული ჯინსი ვიყიდე და იგორი ვიღაცას ხვდებოდა, აი ადრე ბევრს შეხვედრია იქ და ხაზიც იქ გადიოდაო ამბობდნენ… ვინც ხვდებოდა. ახლა ძაან კი გადაუწევია ხაზსს…

კომენტარები:

Irina Sarishvili

Irina Sarishvili იგორი ჩემი მეგობარია და ჩვენს შორის რომ პოზიციები გაიყო, ჩვენ ვიცით და მეგობრობას მაინც ვაგრძელებთ! როგორც ჩანს, უტიფარი ინტრიგანებისთვის, ეს გაუგებარია! ეგრე გაკრეჭილი არ დარჩეთ, ყოველგვარი ადამიანურის უარმყოფელებო! იგორის ფრჩხილის ფასად არ ღირხარ ვალერი ხაბურზანია! განსაკუთრებით ამ პოსტის მერე!

Валериан Хабурдзаниа

Валериан Хабурдзаниа ირინა! პლატონიც ჩემი მეგობარია და მაგათ სიაში რომ აღარ ჩაგწერენ ვერ ხვდები? ღმერთმა ხელი მოგიმართოს, რუსთავი 2 -ს მე შენზე ადრე ვიცავდი როცა დასაცავი იყო.

Irina Sarishvili

Irina Sarishvili სიაში ჩაწერა თქვენ იდარდეთ ყველამ, სიით რომ ხართ ამ ცხოვრებაში დამკვიდრებული 🙂  მე ჩემს თავს, როგორც აქამდე მიმხედია, ისე მივხედავ!

Валериан Хабурдзаниа

Валериан Хабурдзаниа იგორმა აღარაა ჩემი მეგობარიო, ეტყობა ჭეშმარიტებამ გადაქაჩა , (გაკრეჭილიარდავრჩესღიმილკაცუნა), ვინც ამის მერე ფბ-ზე გამოგეხმაუროს იმას რა ვუთხარი.

Валериан Хабурдзаниа
Валериан Хабурдзаниа იგორი მართლა შემხვდა და მართლა ლუბიანკაზე, ვინც იტყუებოდეს რუსთავი 2–ის საინფორმაციოს უფროსი იყოს… და ჯინსსაც მართლა ვყიდულობდი.
www.timer.ge
banner
წინა სტატიაშიზურაბ ერქვანია– ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაცია, პასპორტიზაცია და უკონტროლო ტერიტორიები
შემდეგი სტატიამსოფლიო საპარლამენტო ჩხუბებში საქართველოც მოხვდა… (VIDEO)