ირინა სარიშვილი:ძალიან ძნელია ამის გაგება იმ ქვეყანაში, სადაც ერთმანეთი უფრო გვძულს, ვიდრე ჩვენი საერთო მტერი

sarishvili

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური გმობს საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპანტის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას…
გმობს და მორჩა!
ეს ამბავი არჩევნებთან უფრო ახლო პერიოდში რომ მომხდარიყო, დაგმობას ალბათ წყევლაც დაემატებოდა ხელისუფლების და მათი ჯიბის და ჯიბიდან თავამოყოფილი ოპოზიციის მხრიდან…

არსებობს უამრავი საშუალება რომ ეს შემზარავი დანაშაული საერთაშორისო დონეზე მაქსიმალურად იქნას გატანილი და შეფასებული…
ჯამში ასეთ საშუალებებს საინფორმაციო ომი ჰქვია და მტერთან საინფორმაციო ომის მოგებას სრულებითაც არ ჭირდება რაოდენობრივი უპირატესობა…
მოგებული საინფორმაციო ომი ერთადერთი საშუალებაა პერსპექტივაში მაინც პრობლემის სამართლიანი გადაწყვეტის ნებისმიერი გზით!

საინფორმაციო ომს რაოდენობა კი არა, პოლიტიკური ნება და ამ პოლიტიკური ნების მატარებელი პატრიოტი ხელისუფლება ჭირდება!

ძალიან ძნელია ამის გაგება იმ ქვეყანაში, სადაც ერთმანეთი უფრო გვძულს, ვიდრე ჩვენი საერთო მტერი;
სადაც ხელისუფლება ძალ–ღონეს არ იშურებს და ყველა დონეზე, რაზეც ხელი მიუწვდება, სპეციალური დელეგაციების გაგზავნის ჩათვლით, საერთაშორისო ომს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს უცხადებს, სამარცხვინო, თავისმომჭრელ ომს, რომლის შედეგადაც საქართველო საერთაშორისო სამყაროსგან სრული იზოლაციისკენ მიექანება!

ხოლო მაშინ კი, როცა მავთულხლართები ლამის სახლის კართან გადმოგვიტანონ, მაშინ, როცა ქართველ ვაჟკაცებს დღისით მზისით ოკუპანტები გვიკლავენ, საქართველოს უშიშროების სამსახური გმობს ამ ფაქტს და დაგმობის ასლს გაეროში აგზავნის…

ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია-წერს ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთს, აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან არანაირი კავშირი არა აქვს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია:”თუ ვინმემ გაფლანგა ფული, ეს მე და ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ვყოფილიყავით”