ირინა სარიშვილი: ვინ ცდილობს ივანიშვილის გეგმის მიხედვით ნაციონალური მოძრაობის დაშლას და მიხეილ სააკაშვილის იზოლაციაში მოქცევას?

sarishvili_10ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავისაც და ქვეყნისაც არის ის ვინც სიშტერით თუ შეგნებულად ცდილობს ივანიშვილის გეგმის მიხედვით ნაციონალური მოძრაობის დაშლას და მიხეილ სააკაშვილის იზოლაციაში მოქცევას!
არა აქვს მნიშვნელობა ვინ ვისი გულისთვის მისცა ხმა ამ პარტიას! ეს ისედაც ცხადია!
მთავარია რისი გულისთვის!
არა აქვს მნიშვნელობა ვინ უფრო მეტი ვართ – ისინი, ვინც პარლამეტში შესვლის წინააღმდეგი ვართ თუ ისინი ვინც მომხრეა.
ორივე მხარეს არგუმენტები აქვს და ორივე მხარის არგუმენტებს აქვსსაფუძველი. მომავალში რა მოხდება მომავალში გავიგებთ!
მთავარია მანამდე ერთად ვიყოთ ყველა, ძველი, ახალი, წევრი, მხარდამჭერი – ყველა ვინც ზუსტად ვიცით რა ნაბიჯი გადავდგით და რატომ.
ნუ გვაბრალებთ მათ, ვინც პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი ვართ რომ დესტაბილიზაცია გვინდა – ამით ეხმარებით ივანიშვილს.
ჩვენ ვინც პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი ვართ, ვთვლით რომ ადგილობრივ არჩევნებამდე პერიოდი პარტიას ხელისუფლება თავის “პატრიოტ” კუდთან ერთად მარტო უნდა დაეტოვებინა და ეს თვეები წინასაარჩევნო რეჟიმში უნდა ეცხოვრა (დეტალები წინა სტატუსებშია);
ისინი, ვინც თვლიან რომ პარლამენტში შესვლა მეტ შესაძლებლობებს იძლევა, მათაც აქვთ ამის არგუმენტაცია!
ამ ორმა პოზიციამ უპრობლემოდ უნდა მოახერხოს თანაარსებობა!
სხვა უფლება თქვენ არ გაქვთ!
დაიოკეთ ნერვები ყველამ, შინაურმა თუ გარეულმა!
დააოკეთ თქვენი ოჯახის წევრები თორემ ვინც ამ ერთობის წინააღმდეგ წავა, დარჩება გირჩივით ბებიამისისით!
წინ უსერიოზულესი დღეები, თვეები და წლები გვაქვს და ვინც დღეს მოვახერხეთ მიუხედავად ყველაფრისა ერთად დადგომა, დავრჩეთ ერთად!

ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიერდორანი მოსულში თურქ ჯარისკაცებს გააგზავნის
შემდეგი სტატია,,მომდევნო ამბოხება ერდოღანს სიცოცხლის ფასად დაუჯდება,,