სარიშვილი: საქართველოში უახლესი ისტორიის ერთ–ერთი უბინძურესი პროცესი დაიწყო

როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილის გადაწყვეტილებით კვირიკაშვილი გადადგა რაც ავტომატურად იწვევს მთავრობის გადადგომას მაგრამ არიდებს პასუხისმგებლობას მინისტრთა კაბინეტის წევრებს!
საქართველოში უახლესი ისტორიის ერთ–ერთი უბინძურესი პროცესი დაიწყო – სუფთავდება გზა რუსეთის გზავნილი გახარიასთვის! ამ ეტაპისთვის გახარია შესაძლოა არც გახდეს პრემიერ–მინისტრი მაგრამ მან აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს არსებული პოზიცია. იგივე ითქმის წულუკიანზეც. ეხლა ეს მხოლოდ დეტალებია. მთავარია რომ დამნაშავე ჩინოვნიკები დღეს პრემიერის გადადგომას ამოეფარნენ!
აი ეხლა, სწორედ ეხლა როგორც არადროს ისეა აუცილებელი დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ორგანიზაციათა ერთიანობა რომ ეს ყველაზე ვერაგული გეგმა, რომელიც პირდაპირ რუსეთისგან იმართება, ჩაიშალოს!
წერტილი-წერს ირინა სარიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიგველოდე ყვარყვარე, მოვდივართ!..სულ მალე ყველაფერი დამთავრდება – მიხეილ სააკაშვილი პრემიერის გადადგომას ეხმაურება და ივანიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: შარდის გადასაფარად გაპარებული პრემიერი