სარგსიანი: რეგიონის გეოპოლიტიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ პოსტს დავტოვებ

სომხეთის პრემიერმინისტრმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ რეგიონში რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის დარეგულირების შემდეგ, ხელისუფლებაში სხვა ძალები შეძლებენ მოსვლას.

“ჩემი მხრიდან პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ერთი პირობის გამო მოხდა. რეგიონში რთული გეოპოლიტიკური პერიოდის დროს, სადაც უამრავი გამოწვევაა, ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ქვეყნის უსაფრთხო განვითარება და მივმართოთ ძალები ყარაბახის კონფლიქტის გადასაჭრელად”, – განაცხადა სარგსიანმა.

აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრობას აპროტესტებენ.

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრად ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა. 105-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში, სერჟ სარგსიანის პრემიერად არჩევას 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17 წინააღმდეგი წავიდა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანს ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს
შემდეგი სტატიალუკაშენკო ბელორუსების გაევროპელებას და ღვინოთი გეგმავს