სარეცხი ფხვნილის ჩინურმა კომპანიამ რასისტული რეკლამის გამო ბოდიში მოიხადა

8ჩინურმა კომპანია Shanghai Leishang Cosmetics-მა სარეცხი ფხვნილის რეკლამის გამო, რომელიც მედიამ შეაფასა როგორც რასისტული, ბოდიში მოიხადა – დღეს The Independent-ი წერს.
კომპანიაში აღიარეს, რომ ვიდეორგოლს შეიძლება მართლაც გამოეწვია შეკითხვები, ასევე “აფრიკელებისთვის მიეყენებინა ზიანი”. ამასთანავე, კომპანიის აზრით, მედიამ ამ პრობლემას საჭიროზე მეტი ყურადღება დაუთმო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “თაიმერი” ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ სარეცხი ფხვნილი Qiaobi-ის რეკლამა კომპანიას რასისტული ნამუშევარი გამოუვიდა.
რეკლამაში ახალგაზრდა ჩინელი გოგონა თეთრეულის რეცხვას იწყებს, ამ დროს მასთან შავკანიანი მამაკაცი შემოდის, სახეზე საღებავის კვალით. ისინი ერთმანეთს უყურებენ, შემდეგ გოგონა მამაკაცს პირში სარეცხ ფხვნილს უდებს, რომელსაც აბის ფორმა აქვს და სარეცხ მანქანაში სვამს. რამდენიმე ხნის შემდეგ მანქანიდან ნათელი სახის ჩინელი ამოდის. გოგონა, კმაყოფილია თავისი შესრულებული სამუშაოთი.

რეკლამა ტელევიზიაში ერთ თვეზე მეტ ხანს ტრიალებდა. მისთვის ყურადღება იქამდე არავის მიუქცევია, სანამ ინტერნეტში არ განთავსდა.
ინტერნეტ-მომხმარებლებმა რეკლამა ცალსახად რასისტულად შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ რეკლამაზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებამდე პრესაც წერდა, თუმცა მათ მისი რასისტული ხასიათი არც შეუმჩნევიათ.
ჩინური რეკლამა არანაკლებ რასისტული იტალიური რეკლამის კოპირებაა, სადაც მოვლენები პირიქით ხდება – ფერადი ქსოვილების რეკლამაში, თეთრკანიანი მამაკაცი გარეცხვის შემდეგ შავკანიანი ხდება.

banner
წინა სტატიაშიგასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში 700-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა
შემდეგი სტატიაპაკისტანში ქმრებს უფლება დართეს ცოლები მსუბუქად ცემონ