სარეალიზაციო ყველში ქვა აღმოაჩინეს

სარეალიზაციო ყველში ქვა აღმოაჩინეს

kveliსოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში გამყიდველმა ყველში ქვა აღმოაჩინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტ-ინსპექტორებმა ფაქტის შესწავლის და რეაგირების მიზნით შეამოწმეს აღნიშნული სუპერმარკეტი და მიკვლევადობის პროცედურების დარღვევის გამო ი/მ „ზურაბ კალაჯიშვილი“ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დაადგინა ყველის მომწოდებელი და განაგრძობს დეტალურ შემოწმებას.
სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი გრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დარეკოს ცხელ ხაზზე: 247 01 01.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლიას თავისი აზრით ეთამაშა ხუმრობით და ამ დროს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა
შემდეგი სტატიაზღვაში ქვიშის გზამ არ გაამართლა-ასწლოვანი ტიტა ზღვაში რჩება