სარჩელი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ – “საერთაშორისო გამჭვირვალობა” სტრასტბურგს მიმართავს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სტრასტბურგის სასამართლოს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელით მიმართავს.

საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ასევე ომის შემდეგ, მცოცავი ოკუპაციის შედეგად დევნილად ქცეულ ადგილობრივთა კუთვნილ ქონებაზე, რომელიც მათ დაკარგეს.

სარჩელი შეეხება 11 ოჯახს. სასარჩელო მოთხოვნით ამ 11 ოჯახისთვის უნდა მოხდეს საკუთრების უფლების უზრუნველყოფა. ასევე ამ დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა უნდა დაეკისროს რუსულ მხარეს.

banner
წინა სტატიაშიდღეს დიდგორობა აღინიშნება
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, პარლამენტში “რესპუბლიკელებთან” ერთად ვიქნები – პარლამენტის თავმჯდომარე