საქველმოქმედო ორგანიზაციები ალეპოში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ

9საქველმოქმედო ორგანიზაციები, ლოზანაში სირიის საკითხებზე შეხვედრის გამართვამდე, რომელიც ხვალ დაიწყება, მიმართვას ავრცელებენ ალეპოში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

მიმართვა დღეს, 15 ოქტომბერს გავრცელდა. ღია წერილს ხელს აწერს ბავშვთა დაცვის ჰუმანიტარული ორგანიზაცია Save the Children, ჰუმანიტარული ორგანიზაცია Oxfam International, ორგანიზაციები International Rescue Committee და ნორვეგიული Norwegian Refugee Council. ისინი მოითხოვენ მინიმუმ 72 საათიან ცეცხლის შეწყვეტას, რომლის დროსაც შესაძლებელი გახდება ალეპოში დარჩენილი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება.

banner
წინა სტატიაშიაშშ რუსეთს კიბერშეტევების გამო საპასუხო ნაბიჯით ემუქრება
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: თავად რა მიზეზით არ წამობრძანდით ასამბლეაზე თუ ასე გაწუხებდათ უკრაინის საკითხი?!