,,საქმის შესწავლისას ნახავთ, რომ მე არავის მკვლელობას არ ვგეგმავდი”-დეკანოზი მამალაძე

სააპელაციო სასამართლოში “ციანიდის საქმის” განხილვა დაიწყო. მსჯავრდებულმა დეკანოზმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის არავის მკვლელობას არ გეგმავდა. დეკანოზის თქმით, ვარაუდების გამო ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება და სასჯელის მოსჯა არ შეიძლება:

„საქმის შესწავლისას ნახავთ, რომ მე არავის მკვლელობას არ ვგეგმავდი. ეს ყველაფერი თვით საქმის მთავარმა მოწმემაც დაადასტურა და თქვა, რომ ეს იყო მხოლოდ მისი ვარაუდი, ვარაუდების გამო კი ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება და სასჯელის მისჯა არ შეიძლება.
არ უარვყოფ, რომ ამ ნივთიერებით ვიყავი დაინტერესებული შორენა თეთრუაშვილის თხოვნით. სამწუხაროა, რომ სასამართლოზე ეს მან უარყო“, – განაცხადა მამალაძემ.

დეკანოზმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საქმეში ჩართული იყო, მათ შორის მედიას და სახალხო დამცველს დასკვნისთვის.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-ის ჟურნალისტი ისევ “ბორისპოლის” აეროპორტშია
შემდეგი სტატიადეკანოზმა მამალაძემ სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვა