“ამ საქმეზე 6 პოლიციელი იყო ბრალდებული, დაიჭირეს გოგა ონიანი, დანარჩენი 5 დააწინაურეს” – ხმაური დარბაზში

ადვოკატ გიორგი ონიანის განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში, მისი მისი ახლობლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უკმაყოფილება მოჰყვა. “ენმ”-ს წევრებმა დარბაზი მოსამართლის მიმართ შეძახილებით – „ივანიშვილის მონა“ დატოვეს. “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეფასებით, ადვოკატი გიორგი ონიანი ივანიშვილის პირადი პატიმარია.

“ამ საქმეზე 6 პოლიციელი იყო ბრალდებული. ამ ექვსი პოლიციელიდან ხუთმა ითანამშრომლა გოგა ონიანის წინააღმდეგ. ეს 5 ადამიანი გოგა ონიანთან ერთად იყო ბრალდებული და დღეს ერთადერთი, ვინც დაიჭირეს, არის გოგა ონიანი, იმიტომ რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრია. დანარჩენი 5 ადამიანი კი ზოგი დააწინაურეს, რომელიღაც მათგანს რაღაც ჯილდოც აქვს მიღებული და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დღევანდელი დღე შემდგარიყო. ჩვენ შეგუებულები ვართ, როდესაც ვართ ივანიშვილთან ბრძოლაში, ვიცით, რომ ეს ბრძოლა ზოგჯერ გავიდეს ციხეზე, ზოგჯერ შეიძლება გავიდეს სიცოცხლის შეწირვაზე. ასეთი არის ბრძოლა ოლიგარქიასთან. ეს ძალიან კარგად იცოდა გოგა ონიანმა და ძალიან კარგად ვიცით ჩვენ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

banner
წინა სტატიაშიდიდუბეში მძღოლი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატია“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება”- ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ონიანის დაკავებაზე