საქმე, რომლის გამოც ფარცხალაძე თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 13, 2017 20:43

საქმე, რომლის გამოც ფარცხალაძე თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა

საქმე, რომლის გამოც ფარცხალაძე თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა.

2015 წელს სახელმწიფომ ქალაქ თბილისში, ქვემო ალექსეევკის დასახლება ნავთისხევში მდებარე 62887 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 − №16 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.24.007.086) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 200 000 (ორასი ათასი) ლარად გადასცა შპს “როიალ დეველოფმენთის”.

2016 წელს მერიამ თანხმობა მისცა მიწის ნაკვეთების გაცვლის შესახებ, რომლიდანაც შპს “ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტმა” იხეირა.

ორივე შემთხვევაში შპს-ში ბიზნეს ინტერესი და წილი ჰქონდა (შესაბამისად 40% და 100%) ოთარ ფარცხალაძეს. ეს ფაქტები, სხვა ფაქტებთან ერთად გადაცემული იქნა შესაბამისი სტრუქტურებისთვის თუმცა რეაგირება არ მოყოლია. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფატებზე საუბრობდა დღეს მთავარი სახელმწიფო აუდიტორი ლაშა თოდრია ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მისი ცემის ფაქტის მიზეზების ახსნის დროს-ინფორმაციას მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო ავრცელებს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 13, 2017 20:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics